ფოტოს დამუშავება – ფერები, ლეველები და ჯანდაბა

თავიდანვე ვიტყვი, რომ პოსტი ცოტა გაურკვეველი ენით წერია, მაგრამ სანამ მახსოვდა უნდა დამეწერა. დავალება გვაქვს ფოტოჟურნალისტიკაში, ფოტოს დამუშავება, ოღონდ ცოტა ზედმეტი ბოდიალით ვიდრე ადრე მეწერა, ამიტომაც ვეჭვობ, რომ მხოლოდ ჩემი კურსელები დაინტერესდებიან 🙂 მათთვის ვისაც ზედმეტი ბოდიალის გარეშე გსურთ ფოტოს ფერების დარეგულირება – აგერ ლინკი ბატონო 🙂

ხოდა დავიწყეთ! ფოტოს ჩამოგდების შემდეგ მაღლა მენიუში პოულობთ: Window და ირჩევთ: Info–ს ან პირდაპირ აჭერთ ღილაკს – F8 (ცალკე Fს და ცალკე 8ს კი არა, ზემოდ რომ გამზადებული ღილაკია F8–იმას;).

ეკრანზე პატარა ფანჯარა გამოვა, სადაც ნაჩვენებია სურათის 4 ძირითადი ფერის შესაბამისი ციფრები: C (cyan), M(magenta), Y(yellow), K (black (K იმიტომ და არა B, რომ იგი Blue–ში არ აგვერიოს)) და ეს ციფრები იცვლება, სურათზე მაუსის მოძრაობისას – ანუ ისინი გვიჩვენებენ (მაუსდადებულ ადგილზე) ერთი, კონკრეტული ფერის სიმძლავრის შესაბამის პროცენტულობას:

დააჭირეთ კუთხეში პატარა ჩამოსახსნელ მენიუს, ირჩიევთ პირველივე პუნქტს Panel Options…:

  შემდეგ  Mode-ში ჩამოხსნით გრაფას და აირჩევთ Grayscale:

როგორც ხედავთ წინანდელთან შედარებით აქ RGB(Red, Green, Blue)–ს ნაცვლად, მხოლოდ K წერია – რაც სურათზე მუქი და ნათელი ადგილების შესაბამის პროცენტს უჩვენებს(მე ასე ვიცი):

თუ სურათი მთლიანად ან კონკრეტულ ნაწილას გადანათებულია K-ს მაცვენებელი დაბალია (5–15%), თუ ჩაბნელებულია პირიქით მაღალი (85–95%).

სიბნელისა და განათების დასარეგულირებლად ხსნით Level-ს – Image/Adjustments/Levels… ან უბრალოდ ctrl L.

გამოსულ ფანჯარაში ჩანს სურათის ბნელი და ნათელი მხარის მაჩვენებელი ტალღები, რომლებიც იქვე პატარა წერტილებით უნდა დაარეგულიროთ:

ახლა ფერებს ვარეგულირებთ:  Image/Adjustments/Color Balance… ან უბრალოდ Ctrl B და გამოსულ ფანჯარაში ვიწყებთ ფერების ცვლას:

ფერებს ვაკლებთ ან ვამატებთ იმის მიხედვით, თუ რას გვეუბნება C M Y K ის პროცენტული მაჩვენებლები:

მაგალითისთვის მაუსი მიიტანეთ სურათის იმ ადგილას, სადაც დავუშვათ ადამიანის კანია გადაღებული და შეხედეთ Y-ს პროცენტულობას, თეთრკანიანი ადამიანის კანის ფერი, დღის განათებაზე პროცენტულად 30–40% ყვითელი უნდა იყოს (თუმცა ყოველთვის ასე არ არის, ეს თქვენით უნდა განსაზღვროთ, ყველაზე უკეთ თქვენ გახსოვთ რა გადაიღეთ;).

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ფერებს არ აჭარბებთ? მაგალითად თუ სურათზე რაღაც ობიექტი მოცისფრო ჩანს, თქვენ კი ნამდვილად გახსოვთ, რომ გადაღებისას იგი თეთრი იყო, ამ წერტილს ცისფრის საწინააღმდეგო მხარეს გასწევთ (დააკლებთ ცისფერს), მანამ სანამ თეთრი არ გახდება, თუ ვარდისფერში გადაიჭრა – ე.ი. ბევრი მოგივიდათ:

საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ ქვედა პარამეტრებიც: shadows, Midtones & Highlights და გააგრძელეთ სწორი ფერის ძიება:

მერე, როცა უკეთ გავერკვევი ალბათ უფრო გავამარტივებ ამ პოსტს 🙂

ხო, მგონი სულ ეს იყო o_O

როგორ დავამატოთ ციფრულ ფოტოს, ავტორის შესახებ ინფორმაცია

იმისთვის, რომ ერთხელაც საკუთარი ფოტოს ავტორობაში ვინმე არ შეგეცილოთ, აუცილებელია ფოტოს თან დაურთოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. საამისოდ შევდივართ ისევ და ისევ ფოტოშოპში, ვხსნით სასურველ სურათს და კრეფთ შემდეგ კომბინაციას: Alt, Shift,Control და I  ან მაღლა მენიუდან აირჩიეთ პირველივე პუნქტი: File და ჩამოდით File Info–ზე.

 

ეკრანზე ახალი ფანჯარა გაიხსნება:

გახსნილ ფანჯარაში სხვადასხვა დანიშნულების ცარიელ ველებია: Document Title,  Author  და სხვა. რა თქმა უნდა არა არის სავალდებულო ყველაფრის შევსება, გადახედეთ ცარიელ ველებს და შეიყვანეთ, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ინფოს შეყვანის შემდეგ დააჭირეთ “OK”–ს და შეინახეთ ფოტო. შედეგად ფოტოს properties ნახვისას, დაწვრილებით ინფორმაციაში გამოჩნდება თქვენი სახელი, ფოტოს სათაური, აღწერილობა და ა.შ.

ბლოგისთვის ჰედერის დამზადებასავით / კოლაჟის ტუტორიალი

თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ინტერნეტში განსათავსებელ ყველა გამოსახულებას, თავისი პარამეტრები სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სურათი თქვენს ვებ გვერდს/ბლოგს არ მოერგოს – ან თავად განიცადოს დეფორმაცია, ან საიტი დაამახინჯოს. ახლა ბლოგის ჰედერის, ტოესწ ჰედერზე კოლაჟის გაკეთებას ვაპირებ ამიტომ სამუშაო დოკუმენტს წორდპრესის ჰედერის ზომებს ვაძლევ (File/New… და) :

იქ სადაც Resolution წერია, გამოსახულების ხარისხს განვსაზღვრავთ, ეს ტერმინოლოგია ნუ შეგაშინებთ, ახლავე გეტყვით რა ხდება: ე.ი. ერთი და იმავე ზომის სურათზე დახატული ან დაწერილი რაღაცეები, რეზოლუციის წყალობით შეიძლება ძალიან სუფთად ან პირიქით, პიქსელებით დაბინძურებული გამოჩნდეს. ჰედერის შემთხვევაში ამაზე მეტი ხარისხი არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ თქვენი ნამუშევრის ამობეჭდვას ან ვებ გვერდზე დიდი ფორმატით გადატანას აპირებთ, რეზოლუცია 300ამდე უნდა გაზარდოთ.

ახლა ძალიან საინტერესო დეტალი, როგორ უნდა შემოიტანოთ სურათი – ცარიელ ფურცელზე?! როგორ და ძალიან მარტივად, შეხვალთ ფოლდერში, მოკიდებთ ხელს სასურველ სურათს და წამოაბწიალებთ ფოტოშოპის ჩაკეცილ ფანჯარასთან, ფოტოშოპი გაიხსნება და სურათიც ცარიელ ფურცელზე დავარდება, დაეთანხმებით Enter ღილაკით და მაუსის საშუალებით გადააადგილებთ ფურცლის იმ ნაწილში სადაც უფრო გეპრიატნებათ თვალში ^_^

ასე შემოიტანეთ სხვა დანარჩენი სურათებიც და  დაალაგეთ სასურველი თანმიმდევრობით.

შემოტანილი სურათი უხეშად რომ არ ჩანდეს, ან ფონი მოაშოროთ ან კონკრეტული დეტალები ჩამოჭერით, მოკლედ ამის შესახებ იხილეთ წინა პოსტი:

ერთ ფანჯარაში, რამდენიმე ფოტოს შემოტანასთან დაკავშირებით ერთი ძააააალიან მნიშვნელოვანი დეტალი არსებობს, რომელიც ერთი–ორად გაგიადვილებთ შემოტანილი სურათების გადაადგილებას და მათ ცალ–ცალკე დამუშავებას – ეს გახლავთ LAYER–ები, რომლებიც ეკრანის მარჯვნივ, ქვედა კუთხეში ჩანს:

რა არის Layeri?! – ეს იგივე ფენაა, ანუ თქვენი ყოველი შემოტანილი გამოსახულება, პირველ/ძირითად გვერდს ცალ–ცალკე ფენებად ედება და იმისთვის, რომ რომელიმე ერთი მათგანი შეცვალოთ ან გადააადგილოთ, ლეიერის ფანჯარაში – შესაბამისი ლეიერი უნდა მონიშნოთ.

კომპოზიციის უკეთ აღქმისთვის, შეიძლება რომელიმე ნახატის დროებით ჩაქრობა მოგინდეთ – საამისოდ ყველა ლეიერს გვერდით პატარა თვალი აქვს მიხატული, რომელზე დაკლიკვითაც ეს კონკრეტული ფენა ჩაქრება ან/და გამოჩნდება. დაწვრიელბით ლეირებზე სხვა დროს დავწერ, ახლა ტექსტს შევარჩევ:

+ პატარა მაიმუნობები (იარაღები შემოვალეიერე;) და ჰედერიც მზადაა ^_^

ფონის მოშორება ფოტოშოპში

კოლაჟების გაკეთება ვის არ უცდია ბავშვობაში, ჟურნალებიდან ამოჭრილი გოგონები ან საყვარელი მსახიობები, მომღერლები… დღეს წებოთი ხელების მოთხუპნვა არ მოგიწევთ – ამ ყველაფრის აქვე და ახლავე, ფოტოშოპში გავაკეთებთ. საამისოდ კი სურათების მომზადება დაგჭირდებათ 🙂

იმისთვის, რომ სურათიდან გამოსახულება გამოჭრათ, ფონი შეცვალოთ და ა.შ… დაგჭირდებათ შემდეგი იარაღები:

რა საჭიროა ამდენი ბოდიალი ობიექტის შემოსაზღვრაზე?! – როცა სურათზე რაიმეს მონიშნავთ, ნებისმიერი მოქმედების შესრულება მხოლოდ ამ მონაკვეთზე იქნება შესაძლებელი, მთელი სურათი რომ დაჟღაბნოთ ან საშლელით გაასუფთაოდ, მხოლოდ შემოსაზღვრული მონაკვეთი დაიჯღაბნება და წაიშლება, დანარჩენს კი არაფერი მოუვა.

როგორ გამოიყურება ფონის განადგურების ზმნა?! აი ასე:

ხო მართლა, ის მონაკვეთი რაც მონიშნული გაქვთ, შეგიძლიათ ctrl-c და ctrl-vთი გადააკოპიროთ თუნდაც სულ სსვა ფანჯარაში გახსნილ სურათში.

ყველა ზემოთ ხსენებულ იარაღს თავისი მარეგულირებელი ღილაკები ახლავს, ისინი მაღლა, მარცხენა კუთხეში არიან განლაგებული, ყველა მათგანს არ აღვწერ, ისედაც ძალიან მარტივი ამბავია;) აი ერთზე კი დავკონკრეტდები – ჯადოსნური ჯოხებიდან ერთ–ერთი, კერძოდ კი “მოფუნჯო იარაღი” – გარდა იმისა, რომ საზღვრავს, უკვე შემოსაზღვრულიდანაც ხსნის მონიშნვას – საამისოდ (იქ ზემოდ) მონიშნეთ ამ იარაღის ის ღილაკი, რომელსაც მინუს ნიშანი უწერია გვერდით (ნახატზეა აგერ ქვემოთ), შემდეგ კი გადაატარეთ იქ, სადაც გსურთ რომ საზღვრები მოიხსნას.

ჯადოსნური ჯოხის არჩევისას, იმავე ადგილას ციფრებიანი გრაფა –Tolerance გამოჩნდება, რომლითაც იარაღის „გამბედაობა“ იცვლება. საქმე ისაა, რომ ზოგი მომნიშნველი იარაღი ფერების მიხედვით არჩევს შემოსასაზღვერ პიქსელებს, მაგალითად თუ ამ გრაფაში 10–ს ჩაწერთ, ობიექტის მონიშნვისას იგი უფრო ფრთხილი იქნება და მხოლოდ ძალიან მკვეთრ ადგილებს შემოსაზღვრავს… რიცხვის მომატებისას კი იგი შესაძლოა ღია ტონალობებზე გადავიდეს და არაზუსტი კონტური მოგცედ შედეგად.

მოკლედ ხალხო, ასი მაიმუნობის გაკეთება შეიშლება ამ იარაღებით და აგერ ჩემი მაგალითები :*

პ.ს. კოლაჟებზე შემდეგ პოსტში გავაგრძელებ 😉

სახის გაწმენდა ფოტოშოპში ანუ ცოტა რამ “მკურნალ იარაღებზე”

რაში შეიძლება დაგჭირდეთ საკუთარი ფოტო–პორტრეტის კორექტირება? ერთ–ორ პატიოსან მიზეზს მოგაწვდით, უცებ რო შემოგისწრონ – თავის გასასამართლებლად: ფოტო პირადობისთვის, CVსთვის, სტუდ ბილეთისთვის და ა.შ. ყველა იმ საბუთისთვის რომელზეც, როგორც წესი მონსტრუალურად გამოვიყურებითხოლმე  ან შეიძლება რაიმე ბანერს აკეთებთ, საკუთარი ან სხვისი გამოსახულებით, ხოდა მოკლედ – ძალიან საჭირო ამბავზე ვწერ ახლა და სმენა იყოს o.O

პირველ რიგში დავიწყოთ სახის გასუფთავება ზედმეტი თმის, გამონაყარის, ლაქის ან ათასი უბედურებისგან :O

საამისოდ ვიღებთ იარაღს, რომელიც ჭრილობაზე დასაკრავ პლასტირს გავს, კიარადა არის, მას ასეც ჰქვია – მკურნალი იარაღი  🙂 თუ მას ვერ ხედავთ მაშინ მაუსის მარჯვენა ღილაკით გახსენით ეს ადგილი და აირჩიეთ ფოტოზე წითლად შემოსაზღვრული იარაღი:

ამ იარაღის არჩევის შემდეგ მაუსს მიიტანთ სახის ყველაზე სუფთა ნაწილთან, ამ დროს დააჭერთ ALT–ს და ფუნჯს ეძლევა ამ ადგილის ანარეკლი, რომელსაც მიიტანთ გასაწმენდ ფართთან და გადაუსვამთ ზემოდან. კავშირი altდანაჭერ ადგილსა და გასაწმენდ ფართს შორის არ წყდება, ფუნჯი აგრძელებს ალტით დაკოპირებული ადგილის არეკლვას ამიტომ აკონტროლეთ მაუსი, ახალი ჭორფლი (ან რაცაა) რომ არ დაახატოთ სახეს.

სურათზე ჩანს ფუნჯის მუშაობის პრინციპი: 1 – ჯვარი უჩვენებს თუ საიდან კოპირდება სუფთა გამოსახულება და 2 – ასე გამოიყურება მაუსის აშვებამდე თქვენს მიერ გადაწმენდილი ადგილი, მაგრამ თითის აშვებისთანავე ფერთა შორის სხვაობა ქრება და კანი ძალიან სუფთად გაწმენდილი ჩანს.

დაახლოებით იგივე ფუნქცია აქვს მეორე „პლასტირს“:

უბრალოდ იგი თავად არჩევს საიდან დააკოპიროს გამოსახულება (აკოპირებს უახლოესი რამდენიმე სანტიმეტრის რადიუსიდან) და ზოგჯერ მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელია, მაგალითად როცა ერთი წერტილის გაქრობა გვინდა:

რა თქმა უნდა ყველა ხარვეზს ერთი და იმავე სიდიდის პლასტირით არ ეშველება, მათი ზომის ცვლა კი ასე, აქედან შეიძლება:

1-ლი ამ ღილაკით ჩამოიხსნება მენიუ

მე–2 არეგულირებს ფუნჯის სიდიდეს

მე–3 არბილებს, აფერმკრთალებს ფუნჯს ანუ მის კონტურებს (გამოიყენაბა არა მკაფიო ხარვეზების გასასწორებლად – ვითო გასაგებად წერია, არ ვიმჩნევთ;)

მე–4: აი ხაზს, რო გაავლებთ – თითოეულ წერტილს შორის ადიდებს მანძილს/არ მოკიდოთ ხელი მოკლედ 😉

ამ იარაღებით შეგიძლიათ გაუმკლავდეთ პრიალა ცხვირს ან შუბლს, მოაშოროთ სახიდან ზედმეტი წარბი ან დაამატოთ საჭიროების შემთხვევაში;) თუ სახეზე ძალიან ბევრი დაბინძურაბაა (მომიტევეთ უხეში ენისთვის) გარდა „პლასტირებისა“ გამოიყენეთ დაბლარვა და შერბილებული ფუნჯი:

პირველ სურათზე მოვნიშნე დამბლარავი იარაღი, რომელიც ძალიან აჭრელებული დიიიდი ადგილების დასაბლარად გამოგადგებათ.

მეორეზე კი ჩანს, როგორ უნდა შეარბილოთ ანუ გააფერმკრთალოთ რომელიმე ფერის სიმკვეთრე (სასურველია კანის ფერი აარჩიოთ და ბოლოს ძალიან მკრთალად გადაუსვათ ლოყებსა და შუბლს).

დანარჩენზე სხვა დროს იყოს 🙂

ფოტოს დარედაქტირება ფოტოშოპში

ფოტოშოპი რომ კაცობრიობის, ერთ–ერთი საუკეთესო ქმნილებაა ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია (ამიტომაც ვწერ;), მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი თქვენგანი ვერ სარგებლობს ამ სიკეთით, რატომ? ნუუუს, მიზეზი მარტივია – ერთი შეხედვით „გრაფიკულ რედაქტორთა მონსტრი“ ძალიან რთულად მოსათვინიერებელი ჩანს, ხოოდა აგერ ბატონო ყველაზე საჭირო ფუნქციების შესახებ, ძალიან მოკლედ გიამბობთ.

ხშირად ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოზე – ძალიან წარმატებული კომპოზიცია იხატება, თუმცა ცუდი განათების ან სხვა მიზეზის გამო გამოსახულება კარგად არ იკითხება – ფოტო ზედმეტად ჩაბნელებული ან გადანათებულია, ფერმკრთალი ან გადაყვითლებულია. ამ ყველაფრის გამოსწორება ფოტოშოპს, თითის ორი დაწკაპუნებით შეუძლია, აი მაგალითად ასე:

(კი ბატონო, ვიცი რომ ეს ფოტო ვერ ქაჩავს, მაგრამ კი მიხვდით რისი ჩვენებაც მინდოდა 😉

პროგრამაში ფოტოს შემოტანისთანავე აკრიფეთ შემდეგი კომბინაციები:

Shift+ctrl+L აყენებს ავტო ტონს

Alt+shift+ctrl+L ავტო კონტრასტს

Shift+ctrl+B ავტო ფერს

ამათგან შესაძლოა მხოლოდ ერთ–ერთი მათგანი გაძლევდეთ სასურველ შედეგს, შეიძლება მხოლოდ ორი დაგჭირდეთ ან სულაც სამივე, ასეთი შემთხვევისთვის გაითვალისწინეთ, რომ ამ სამივე ფუნქციას ერთდროულად ასრულებს CTRL+M/auto/OK რის შესახებაც უფრო დაწვრილებით, ქვემოთ გიამბობთ 😉

ასე პროგრამა თავად, ავტომატურ რეჟიმში შეგირჩევთ საჭირო ტონალობებს, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ფოტოშოპმა რაღაც მაინც მიაკლო, შეგიძლიათ თქვენითვე დაარედაქტიროთ კონტრასტები, საამისოთ გახსენით: image/adjustment/ და გახსნილ მენიუში მოსინჯეთ პირველი და მესამე ფუნქცია:

1. Brightness/Contrast… გამოსახულების სიკაშკაშესა და სიმკვეთრეს არეგულირებს. მისი არჩევის შედეგაგ ეკრანზე პატარა ფანჯარა გაიხსნება, რომელშიც სიმკვეთრესა თუ სიკაშკაშეს ამ „რაღაცეებით“ მოამატებ ან მოაკლებ:

2. Curves… გამოსულ ფანჯარაში შეგიძლია პირდაპირ AUTO–ს დააჭირო და ის სამივე ფუნქცია, რომელიც ზემოთ დავწერე: ავტო ტონი, ავტო კონტრასტი და ავტო ფერი ერთდროულად გასწორდება, მაგრამ თუ საკუთარი გემოვნებით გირჩევნია ამ ყველაფრის გასწორება, სტაცე ხელი აი ამ ზოლს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი მიმართულებით წაიღე, დანარჩენს თავად მიხვდები 😉

 და ბოლოს, ერთი ძალიან საჭირო ფუნქციით დავასრულებ – ფერთა ბალანსი (color balance), რომელიც CTRL+B ს საშუალებით ხდება. გამოსულ მენიუში თავად უნდა განსაზღვროთ – 6 ძირითადი ფერიდან, რომლების მომატება მოგცემთ სწორ ბალანსს.

ამ ყველა ოპერაციის შესრულებისას, შედეგები პირდაპირ სურათზე აისახება, ასე რომ პარალელურად თვალი ადევნეთ სურათს, რაიმე ზედმეტი არ მოგივიდეთ o.O

პ.ს. ფოტოშოპთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, ჰოდა თუ რაღაც ძალიან სასწაული არაა ახალი პოსტით გიპასუხებთ 🙂

ხო, დღეს სულ ეს იყო ^_^ იმედია გამოსადეგი პოსტია და გარკვევით დაწერილი, თუ არადა აგერაა კომენტარები და გამასწორეთ მიწასთან 🙂

Google ჩვენი არსობისა…

დიახ, მე მთელი გულით მიყვარს Google და საამისოდ უამრავი მიზეზი მაქვს:

მას არასოდეს ავიწყდება დღესასწაულები და ყველა მნიშვნელოვან დღეს, რამე განსაკუთრებული ილუსტრაციით მილოცავს, მხოლოდ გუგლს შეუძლია რაიმე ღირებული მაპოვნინოს, ფრაზით: “ვინ მოკლა ძერა?!”. ის ერთადერთი ქმნილებაა, რომელმაც ჩვენი ყველა “ბნელი ფანტაზია” იცის და დღემდე არავისთვის არაფერი გაუმხელია. გუგლს ჩვენს მიერ დასერჩილი, ყველა სისულელე ახსოვს და მიუხედავად ამისა, მაინც ვუყვარვართ…

გნებავს მკრეხელობაში ჩამომართვი, მაგრამ მე გუგლიზმის მიმდევარი ვარ 🙂 დიახ, გუგლის კულტი უკვე რა ხანია ჩამოყალიბდა და მას ძალიან ბევრი მიმდევარიც ჰყავს. აქ შეგიძლია Google–ს ბიბლია ნახო, აქ კი 9 მტკიცებულება იმის შესახებ თუ, რატომ არის გუგლი ღმერთი, ლოცვანი, 10 მცნება…  და არ უნდა ახლა ბუნტი – პირველი ქვა იმან მესროლოს, ვისაც არასოდეს დაუგუგლავს!!!

შენ ახლა ადგები და გუგლსვე კითხავ – is google god?! ნუ გაირჯები, აგერ პირდაპირ ნახე 🙂

ვსიო! მორჩა პოსტი…

პატივისცემით, თქვენი გუგლისტი!